UFC VEGAS 25-ზე, რომელიც 2 მაისს გაიმართა, ქართველმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი კოდი სტამან სამ რაუნში დაამარცხა.
ამის შემდეგ, ქართველი სპორტსმენი სუპერმსუბუქი დივიზიონის რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-11 ადგილი დაიკავა.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ განახლებულ რეიტინგში დვალიშვილი კიდევ დაწინაურდა და მე-8 ადგილი დაიკავა, თუმცა UFC-ს ოფიციალურმა გვერდმა რეიტინგი კვლავ განაახლა და ქართველი მებრძოლი კვლავ მე-11 საფეხურზე იმყოფება.
გავრცელდა იმფორმაცია, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო, რადგან მსუბუქწონოსანთა რეიტინგში, გიგა ჭიკაძის მიერ უშანსოდ გამარცხებული კაბ სვანსონი მეექვსე ადგილს იკავებდა და ეს შეცდომაც გასწორდა.
სუპერმსუბუქ დივიზიონის ქამრის მფლობელი მერაბის მეგობარი ალჯამეინ სტერლინგია, პირველი ნომერი პიოტრ იანია, შემდეგ კორი სანდჰაგენი, რობ ფონტი, კოდი გარბრანდტი და ჟოზე ალდო მოდიან.





