“პსჟ-მა” ლიონელ მესის ტრანსფერი უკვე დაადასტურა და 34 წლის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ახლა მხოლოდ ფორმალური ნაწილიღა დარჩა 2 წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერა, რომლის მიხედვით სეზონში 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
უცნობია, რა ნომრით ითამაშებს მესი პსჟ-ში, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს იქნება 19 ან 30 ნომერი, რომლითაც კარიერის საწყის ეტაპზე ლეო ბარსელონაში თამაშობდა.
მესის 11 აგვისტოს “პარკ დე პრენსის” სტადიონზე წარადგენენ და თბილისის დროით 13:00 საათზე პრესკონფერენციასაც გამართავს.





