გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა, France Football-მა გადაწყვიტა, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული განსხვავებული კრიტერიუმებით გამოავლინოს.
ზემოთხსენებული ჯილდო სეზონის მიხედვით გადაიცემა და არა კალენდარული წლის მიხედვით. შესაბამისად ოქროს ბურთის უახლოესი გამარჯვებული 2021/2022 წლების სეზონის გამორჩეული მოთამაშე იქნება.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 2022/2023 წლების ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე იქონიებს გავლენას.
France Football-ის ცერემონია არა დეკემბერს, არამედ მიმდინარე წლის სექტემბერს ჩატარდება.
კიდევ ერთი ცვლილება ის არის, რომ ხმის მიცემის უფლება, მხოლოდ FIFA-ს ტოპ 100 ქვეყნის წარმომადგენლებს შეეძლებათ.
გარდა ამისა, დიდი ყურადღება მიექცევა ინდივიდუალურ პერფორმანსს სეზონის განმავლობაში, შემდეგ კი გავლენას ტიტულების ხარისხი და რაოდენობა იქონიებს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ბოლო მფლობელი პსჟ-ს 34 წლის სუპერვარსკვლავი, ლეო მესი გახლავთ.
France Football has announced the Ballon d’Or will now be given to the best player over a standard European season rather than during a calendar year.
The 2021-22 campaign will end with the 2022 Women’s Euros, and the 2022 World Cup will be included in the 2022-23 awards. pic.twitter.com/tk7z7zuqDW
— B/R Football (@brfootball) March 11, 2022