23 წლის მეკარემ, კრისტიან რივერომ “ვალენსია” დატოვა. ახალგაზრდა მეკარეს სათამაშო დროის მიღება სურდა და იჯარის წესით “ალკორონს” შეუერთდა.
FICHAJE| 🔴
🗣️ El meta @CRiveroOficial, nuevo futbolista de la #ADA. ¡Bienvenido, crack! 😄
ℹ️ https://t.co/c9p6y4C2i8 pic.twitter.com/jhROO4pIxu— A.D. Alcorcón (@AD_Alcorcon) January 28, 2022
გარდა ამისა, “ვალენსიას” პირველი მეკარე იასპერ სილესენი ტრავმის გამო 1 თვეს გამოტოვებს.
ასე, რომ გიორგი მამარდაშვილის კონკურენტი მხოლოდ ხაუმე დომენიკი იქნება.
ვალენსია მომდევნო შეხვედრას კოპა დელ რეიზე “კადისის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ბოლოს 22 სექტემბერს “სევილიას” წინააღმდეგ ითამაშა.
ცნობისთვის, “ვალენსიამ” 21 წლის ქართველი მეკარე ცოტა ხნის წინ თბილისის “დინამოდან” 850 000 ევროს სანაცვლოდ შეიძინა.








