ევროპის ლიგის 2020/21 ფინალი შეიძლება მაყურებელთან ერთად ჩატარდეს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, უეფა პოლონეთის ხელისუფლებასთან შეთანხმდა, ამიტომაც 10,000 გულშემატკივარს საშუალება ექნება ფინალს დაესწროს, ეს ტევადობის 25%-ს შეადგენს.
Sportowe Fakty-ს თანახმად, უეფამ ამ გადაწყვეტილების შესახებ შესაძლოა კვირის ბოლოს გამოაცხადოს. ეს პოლონეთში პირველი მატჩი დიდი ხნის განმავლობაში იქნება, რომელიც მაყურებლებთან ერთად ჩატარდება.
ევროპა ლიგის ფინალი 17 მაისს გაიმართება. ნახევარფინალში ერთმანეთს არსენალი – ვილიარეალი და მანჩესტერ იუნაიტედი – რომა ხვდებიან.





