22 წლის ბრაზილიელო ფეხბურთელი მატეუს კუნია ბერლინის “ჰერტადან” კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძლებს. ესპანური კლუბი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი დიეგო სიმეონეს გუნდს 22 მილიონი ევრო დაუჯდა და ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ კლუბში 19 ნომრიან მაისურს მოირგებს.
კუნიამ გასულ სეზონში გერმანული “ჰერტას” მაისურით 27 მატჩი ჩაატარა 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ახლაგაზრდა ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.





