ფრანგი ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი მადრიდის “ატლეტიკომ” ვანდა მეტროპოლიტანოზე წარადგინა, გამოცდილი შემტევი ახალ გუნდში 8 ნომრიან მაისურს მოირგებს.
30 წლის შემტევი როხიბლანკოსს ზუსტად ერთი კვირის წინ 1 წლიანი იჯარით “ბარსელონადან” შეუერთდა, თუმცა სანაკრებო პაუზის გამო მადრიდიელებმა ფეხბურთელის წარდგენა აქამდე ვერ მოახერხეს.
ანტუან გრიზმანი აქამდე მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას 2014-2019 წლებში იცავდა, დედაქალაქური კლუბის მაისურით ჩატარებულ 257 შეხვედრაში ფრანგმა თავდამსხმელმა 133 გოლი გაიტანა და 50 საგოლე გადაცემა შეასრულა.
დიეგო სიმეონეს გუნდს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
😍 ¡𝐁𝐢𝐞𝐧𝐯𝐞𝐧𝐢𝐝𝐨 𝐚 𝐜𝐚𝐬𝐚! pic.twitter.com/NJpbgYie6i
— Atlético de Madrid (@Atleti) September 8, 2021








