“საბურთალოს” 18 წლის თავდამსხმელი, ლუკა წულუკიძე კარიერას ეკატერინბურგის “ურალში” გააგრძელებს. რუსულმა კლუბმა ქართველი შემტევი განაცხადში უკვე შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ “ურალში” მეორე ქართველიც, ლუკა გაგნიძე იჯარის წესით თამაშობს.
ცნობისთვის, ლუკა წულუკიძემ გასულ სეზონში “საბურთალოს” რიგებში ერთი შეხვედრა ჩაატარა.
ლუკას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 6 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, რომ წულუკიძე გერმანულ “კარლსრუეში” სინჯებზე იმყოფებოდა და დიდი ალბათობით კარიერას გერმანულ გუნდში გააგრძელებდა, მაგრამ ეს ესე არ მოხდა.
ამ დროისთვის “ურალი” რუსეთის პრემიერლიგაში მე-11 ადგილს იკავებს.








