მილანის „ინტერის“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველს, ივან პერიშიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.
32 წლის ფეხბურთელს, ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი გუშინ ღამით აღმოაჩნდა, რის გამოც ის ორშაბათს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს.
აღსანიშნავია, რომ პერიშიჩი ჯგუფურ ეტაპზე თავისი ნაკრების ბომბარდირი და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ამის გათვალისწინებით, მომდევნო მატჩისთვის 32 წლის ფეხბურთელის არყოფნა ხორვატიის ნაკრებისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.
ხორვატიამ „ევრო 2020“-ის D ჯგუფში 4 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა.







