უეფამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.
გუნდში ყველაზე მეტი 5 ფეხბურთელი იტალიის ეროვნული ნაკრებიდანაა, რომელიც ევრო 2020-ის გამარჯვებული გახდა:
მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა
მცველები – ლეონარდო ბონუჩი, კაილ უოკერი, ლეონარდო სპინაცოლა, ჰარი მაგუაერი
ნახევარმცველები – პედრი, ჟორჟინიო, ჰოიბერგი
თავდამსხმელები – რაჰიმ სტერლინგი, ფედერიკო კიეზა, რომელუ ლუკაკუ
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ფინალურ შეხვედრაში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.







