ევრო 2020-ის წარმატებით აღფრთოვანებული უეფა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ფორმატის განხილვა დაემთხვა ევრო 2028-ის მასპინძლობისთვის სატენდერო პროცესის დაწყებას..
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობა 16-დან 24-მდე ევრო 2016-ზე გაიზარდა. ახლა კი უეფაში სერიოზულად დაფიქრდნენ 32-გუნდიან ფორმატზე. პირველად ახალი ფორმატით ჩემპიონატი 2028 წელს ჩატარდება.
საქართველო ყველაზე ახლოს ევრო 2020-თან იყო, როცა პლეი ოფის ფინალში გავიდა
უეფა განიხილავს, ევროს წინ წინასაკვალიფიკაციო ტურნირს, სადაც უფრო სუსტი ნაკრებები გაიცხრილებიან. ასეთი პრაქტიკა მიღებულია, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. უეფამ შესაძლოა, საამისოდ ერთა ლიგა გამოიყენოს და მას საკვალიფიკაციო ეტაპის ფუნქცია დააკისროს.
32-გუნდიანი ფორმატი ყველასთვის გასაგებია: 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი, საიდანაც პლეი ოფში 16 ნაკრები გავა.
უეფა ამით ფიფას ბაძავს, რომელიც 2026 წლის მუნდიალიდან გუნდების რაოდენობას ზრდის ფინალურ ეტაპზე (32-დან 48-მდე).
თუ უეფა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს ნაკრების შანსები გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთადერთხელ იყო ახლოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან, თუმცა ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან 0:1 დათმო.








