საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი დავით ხოჭოლავა sofascore-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
დათიმ sofasocre-ის ვერსიით 8.1 შეფასება დაიმსახურა, ქართველ მცველთან ერთად გუნდში ელიას ოლაფსონი (ისლანდია) ჰარი მაგუაიერი (ინგლისი) პოსმაკი (მოლდოვა) გერსონ როდრიგესი (ლუქსემბურგი) ალექსანდრ ეროხინი (რუსეთი) ენის ბარდი (ჩრ.მაკედონია) ლეროი სანე (გერმანია) დომინიკ შობოშლაი (უნგრეთი) კილიან მბაპე (საფრანგეთი) და ჰარი კეინი (ინგლისი) მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს 18:00 საათზე უზბეკეთის წინააღმდეგ გამართავს.








