საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური “კოპენჰაგენის” ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას სიმამრი უკრაინაში რუსების დაბომბვას ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დავითის მეუღლემ, იულია ხოჭოლავამ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით უკრაინას ომი 24 თებერვალს გამოუცხადა. ერთ კვირაზე მეტია უკრაინის ქალაქები რუსი აგრესორების მიერ აქტიურად იბომბება, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“პრაიმ სპორტის” გუნდი მწუხარებას გამოთქვამს დავით ხოჭოლავას სიმამრის გარდაცვალების გამო.





