საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, დავით ხოჭოლავას სიმამრი უკრაინაში რუსების დაბომბვას ემსხვერპლა.
ამის შესახებ “კოპენჰაგენმა” სოციალურ ქსელში დავით ხოჭოლავას სამძიმარი გამოუცხადა.
“დიდი მწუხარებით გავიგეთ, რომ უკრაინის ომში თანამემამულეების დაცვისას დავით ხოჭოლავას სიმამრი გარდაიცვალა.
მთელი ჩვენი ყურადღება და ენერგია მიმართულია დავითის და მისი ოჯახის მხარდასაჭერად. ძალიან რთული დროა მისთვის და ჩვენ მას სიყვარულს ვუგზავნით.
დავით ხოჭოლავამ ოჯახზე ზრუნვას დრო უნდა დაუთმოს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა პატივს სცემს მის ოჯახს. ჩვენ მათ გარშემო მშვიდობა გვსურს.
ჩვენ მტკიცედ ვემიჯნებით უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საშინელ და უაზრო ომს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რითაც შეუძლიათ.
“კოპენჰაგენი” თბილ სამძიმარს უცხადებს დავითს და მის ოჯახს. კლუბს ამ დროისთვის დამატებითი კომენტარი არ აქვს”, – ვკითხულობთ დანიური კლუბის განცხადებაში.








