“ბრენტფორდის” 30 წლის ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი დანიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
ერიქსენი დანიის ნაკრებისთვის, 12 ივლისს მომხდარი გულის შეტევის შემდეგ პირველად ითამაშებს.
როგორც მოგეხსნებათ, ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ამბის შემდეგ ერიქსენმა ფეხბურთის თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. 30 წლის ფეხბურთელი “ინტერიდან” “ბრენტფორდში” გადავიდა და პრემიერ ლიგის შეხვედრებში მონაწილეობას იღებს.
ცნობისთვის, კასპერ ჰიულმანდის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგური შეხვედების ფარგლებში, 26 მარტს ნიდერლანდებს ესტუმრება, 29 მარტს კი სერბეთს უმასპინძლებს.
Christian Eriksen is back in the Denmark squad for their upcoming games 👏 pic.twitter.com/xZqxX0bqIs
— B/R Football (@brfootball) March 15, 2022








