WhoScored-მა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.
გუნდში ყველაზე მეტი 4 ფეხბურთელი იტალიის ეროვნული ნაკრებიდანაა, რომელიც ევრო 2020-ის გამარჯვებული გახდა.
მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა
მცველები – ვლადიმირ ცოუფალი, ლეონარდო ბონუჩი, ჰარი მაგუაერი, ლუკ შოუ
ნახევარმცველები – რაჰიმ სტერლინგი, მარკო ვერატი, ჟორჟინიო, მიკელ დამსგორი
თავდამსხმელები – პატრიკ შიკი, რომელუ ლუკაკუ
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ფინალურ შეხვედრაში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.







