35 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა მარიო მანჯუკიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ვეტერანმა სპორტსმენმა კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილი შემტევი საკლუბო დონეზე ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის სუპერთასის, 2-ჯერ გერმანიის ჩემპიონატის, 2-ჯერ გერმანიის თასის, 4-ჯერ იტალიის ჩემპიონატის, 3-ჯერ იტალიის თასის, 2-ჯერ იტალიის სუპერთასის, 3-ჯერ ხორვატიის ჩემპიონატის, ევროპის სუპერთასის, გერმანიის სუპერთასის და ყატარის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 2008/2009 წლების სეზონში მანჯუკიჩი ხორვატიის ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა.
სანაკრებო დონეზე 35 წლის სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ითამაშა და 2-ჯერ 2012 და 2013 წლებში ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მანჯუკიჩი 3 გატანილი გოლით 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.





