ლუკა მოდრიჩი ასიანთა კლუბის წევრი გახდა. ხორვატმა ფეხბურთელმა, რომელსაც 2018 წელს ოქროს ბუცი გადაეცა ევროსარბიელზე მე-100 მატჩი გამართა.
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტი იტალიაში დაფიქსირდა, სადაც სამეფო გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში ბერგამოს „ატალანტა“ 1:0 დაამარცხა.
35 წლის მოდრიჩს, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალისტია ევროტურნირებზე 3 გუნდის რიგებში უთამაშია. საგულისხმოა, რომ ხორვატ ფეხბურთელს უეფას ეგიდით გამართულ საკლუბო ტურნირებზე „ტოტენჰემში“ ასპარეზობის დროს უფრო ცოტა მატჩი უთამაშია, ვიდრე ზაგრების „დინამოს“ რიგებში.
ინგლისური კლუბის მაისურით ევროსარბიელზე მოდრიჩმა ოდენ 9 მატჩი გამართა, ხოლო ზაგრებული გუნდის შემადგენლობაში ერთით მეტი. ყველაზე მეტჯერ კი მან ევროტურნირებზე რა თქმა უნდა „რეალის“ შემადგენლობაში ითამაშა – 81.
სამეფო გუნდის რიგებში ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.





