გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ “მესტალიაზე” ალავესს უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა – 3:0. ქართველი მეკარე თამაშში 2-ჯერ ჩაერთო. მან პირველ ტაიმში ხონ გუიდეტის დარტყმა აიღო, მეორე ნახევარში კი მეტიუ მიაზგას ურთულესი დარტყმა მოიგერია. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ფეხით რამდენიმე კარგი პასი გააკეთა.
თამაშის შემდეგ ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გუნდის მეკარეებზე ისაუბრა და მათ შორის გიორგი მამარდაშვილიც ახსენა.
“მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თამაში და შესაძლოა, რომელიმე იჯარით გავუშვათ, რათა სათამაშო წუთები მიიღოს. ეს მისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არ იქნება.
მამარდაშვილი სიურპრიზი იყო. მასთან დაკავშირებით ყველაფერი ბრწყინვალედაა. კარგი მეკარეები გვყავს, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ, რათა გუნდს დაეხმარნონ”, – განაცხადა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” ერთწლიანი იჯარით “დინამო თბილისიდან” გადავიდა და ესპანელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ.








