ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენის დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის „ტორპედოზე“ საინტერესო განცხადება გააკეთა.
„ქუთაისს ბევრი წარმატება უნდა მოვუტანოთ არამხოლოდ განათლების და ხელოვნების მიმართულებით, არამედ სპორტულითაც.
უნდა განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რითაც ქუთაისი წარმატებული და გამორჩეული იქნება არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში.
ამ ძალისხმევით, იმედია ქუთაისის „ტორპედოსაც“ მალე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად ვიხილავთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქუთაისურ კლუბს ახალი მფლობელი გამოუჩნდა. „ტორპედო“ კომპანია „ნიუ ვიჟენმა“ ჩაიბარა.








