დღეს, 25 თებერვალს, ეროვნული ლიგა სტარტს აიღებს. ეროვნული ჩემპიონატი ბათუმის “დინამო” – ბოლნისის “სიონის” მატჩით გაიხსნება, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.
ტურის ცენტრალური მატჩი კი ქართული დერბი იქნება, სადაც ერთმანეთს ტრადიციულად “დინამო თბილისი” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდებიან. მატჩს “დინამო არენა” უმასპინძლებს, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.
პირველი ტურის მომდევნო მატჩი უკვე 26 თებერვალს ჩატარდება. გორის “დილა” ეროვნული ლიგის დებიუტანტ “გაგრას” დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდში შემადგენლობის მხრივ ბევრი ცვლილებაა.





