“ქუთაისის ტორპედო” ფეისბუქ გვერდზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
“შაბათს 5 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივარსა და კლუბის მენეჯმენტს შორის შედგება შეხვედრა ყველა დაგროვილი პრობლემის განსახილველად.
შეხვედრის შემდეგ მსურველებს ექნებათ კლუბის დახურულ ვარჯიშზე დასწრების შესაძლებლობაც”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრები, “საბურთალოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ გია ცეცაძის კლუბიდან წასვლას ითხოვენ.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 შეხვედრაში “ტორპედომ” ცუდი შედეგები აჩვენა. კლუბის გულშემატკივრები, ამაზე პასუხისმგებლობას კი მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს აკისრებენ.








