ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “ლოკომოტივს” შორის უამინდობის გამო გადაიდო.
ქუთაისში ძლიერი თოვლია და სწორედ ამ მიზეზით შეხვედრის ორგანიზატორებმა, მატჩის გადადება გადაწყვიტეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ჩატარდება ზემოთხსენებული შეხვედრა.
გია ცეცაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-8 პოზიციას იკავებს, თბილისის “ლოკომოტივი” კი ბოლნისის “სიონთან” ერთად ბოლო ადგილზე იმყოფება.








