19 წლის გვინეელი ფეხბურთელი ილაიშ მორიბა კარიერას “ვალენსიაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ესპანურმა გუნდმა გვინეელი ფეხბურთელი “ლაიპციგიდან” 6-თვიანი იჯარით დაიმატა. “ღამურებს” ახალგაზრდა ფეხბურთელის სრული ხელფასის გადახდა მოუწევთ.
მორიბას ლა ლიგაში აქამდეც უთამაშია. გვინეელი ფეხბურთელი კატალონიის “ბარსელონას” აღზრდილია და ეს გუნდი მიმდინარე სეზონის დასაწყისში ხელფასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო დატოვა.
ცნობისთვის, ილაიშ მორიბამ მიმდინარე სეზონში “ლაიპციგის” მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა.
Potencia y talento⚡🦇 pic.twitter.com/EgxM8NGuEv
— Valencia CF (@valenciacf) January 28, 2022








