ამას წინათ გამცნეთ, რომ თემურ ქეცბაიამ შესაძლოა „ანართოსისი“ დატოვოს და კარიერა უკეთეს გუნდში – თელ-ავივის „მაკაბიში“ გააგრძელოს.
ებრაული მედია ამ ინფორმაციის უტყუარობაში დარწმუნებულია და წერს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა უბრალოდ დროის საქმეა, თორემ მხარეები უკვე შეთანხმებულები არიანო.
რა თქმა უნდა, ამ თემაზე გაუთავებელი საუბარი აღიზიანებს „მაკაბის“ ამჟამინდელ მწვრთნელს გიორგიოს დონისს და ჟურნალისტებს მკვახედაც პასუხობს.

„საბერძნეთში და კვიპროსში ჩემზე უკეთეს მწვრთნელს ვერ იპოვით. უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს და იმიტომ. ეს ჭორები კვიპროსიდან მოდის, თითქოს ჩემი ქეცბაიათი ჩანაცვლება იგეგმება.
მტკნარი სიცრუეა და სამწუხაროა, რომ ებრაულმა მედიამაც ის აიტაცა. „მაკაბიმდე“ არაერთ კლუბში მიმუშავია. მათ შორის ინგლისშიც. ზეწოლას შეჩვეული ვარ“ – ამბობს დონისი.
ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო.








