კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ კარგი დრო ნამდვილად არ უდგას. 11 ტურის შემდეგ ქართველი მწვრთნელის გუნდს 13 ქულა აქვს (6 მარცხი, 1 ფრე და 4 მოგება) აქვს და სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.
ბოლო ტურში „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე პაეეკთან 2:3 დამარცხდა და ქართველი მწვრთნელი კვიპროსული მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა.
გამოცემა Sport Time-ის ჟურნალისტი წერს, რომ თუ უახლოეს ტურებში „ანორთოსისი“ მაჩვენებელს არ გააუმჯობესებს, კლუბის ხელმძღვანელობა თემურ ქეცბაიასთან თანამშრომლობას შეწყვეტს.
„ქართველი მწვრთნელის განცხადებები ზუსტად ისეთი იყო, როგორც მისი გუნდი გამოიყურებოდა. ეს არის „ანორთოსისის“ კრიზისის არსი. მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სისუსტეების, გაუმართაობის დიაგნოსტიკა და მათი გამოსწორება.
თემურ ქეცბაია ცნობილი გახდა როგორც მიმზიდველი ტრანსფერების განხორციელების უნარის მქონე და თავისი ახალბედების გამზრდელი მწვრთნელი, რომლებსაც ვარსკვლავებად აქცევს. გუნდში მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა მისი არჩეულია, რაც მიუთითებს შეცდომების ქრონიკულ პრობლემაზე. ამავე დროს აღიარებს, რომ მან დაცვის ორი ვარიანტი გამოსცადა და არც ერთმა არ გაამართლა…
წარუმატებლობის საჯარო დაბრალება მისივე შერჩეულ მოთამაშეებზე უდავოდ არის მწვრთნელი ქეცბაიას ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. ეს არის პასუხი შეტევაზე, რომლითაც ქართველმა პრესკონფერენცია დაასრულა: „პრობლემაა, რომ დაცვაში არ ვართ ის, რაც უნდა ვიყოთ და როგორიც ეს გუნდი ყოველთვის იყო“.
„ანორთოსისი“ მწვრთნელის გუნდად რჩება. მაგრამ ის სულ მცირე ბოლო ერთი წელი არ არის ისეთი, როგორიც იყო. არ არის საჭირო გულშემატკივრებისთვის, ჟურნალისტებისთვის ან ანალიტიკოსებისთვის ამის მინიშნება. ამაზე თავად სტადიონი „ყვირის“, – ნათქვამია სტატიაში.
მომზადებულია 1TV.GE-ს მიხედვით








