დღეს, სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც გიორგი ქვილითაია „ანორთოსისის“ ფეხბურთელს, ამრ ვარდას მიმართავს.
„ცხვირს გაგიტეხავ!!! ილოცე, სადმე არ გადამეყარო, შე ნაბი*ვარო“, – წერს ქართველი ფორვარდი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო… 2 დღის წინ „ანორთოსისმა” „აპოელი” 2-0 დაამარცხა, გამარჯვებაში კი დიდი წვლილი გიორგი ლორიამ შეიტანა. მატჩის შემდეგ „ანორთოსისის” ფეხბურთელმა, ამრ ვარდამ გამარჯვება ფანებთან ერთად აღნიშნა და „აპოელს” შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მწვავე განცხადებები მოჰყვა.
ცნობისთვის, 2019 წლის ივნისში ვარდა ეგვიპტის ნაკრებიდან მისი შეუსაბამო საქციელების გამო მოკვეთეს.








