საქართველოს ნაკრებისა და “აპოელის” 28 წლის ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია სერიოზულ სკანდალში გაეხვა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში “აპოელი” შინ “ანორთოსისთან” 0:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ “ანორთოსის” ფეხბურთელმა, ამრ ვარდამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ქვილითაია ყოფილ თანაგუნდელს მიმართავს:
“ცხვირს გაგიტეხავ!!! ილოცე, სადმე არ გადამეყარო, შე ნაბი*ვარო” – წერს ქვილითაია.
კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამრ ვარდა უახლოეს დღეებში გიორგი ქვილითაიას პოლიციაში უჩივლებს.
ცნობისთვის, პრინციპულ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ გიორგი ლორიას “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზეა, “აპოელი” კი მე-3 ადგილს იკავებს.





