საქართველოს ნაკრებისა და აპოელ-ის 28 წლის ფეხბურთელმა, გიორგი ქვილითაიამ “ომონიას” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში აპოელი “ომონიას” ესტუმრა და 2:4 მოუგო.
გიორგი ქვილითაიამ გოლები შეხვედრის მე-19 და 55-ე წუთებზე გაიტანა, ქართველმა ფეხბურთელმა თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
პირველი გოლი 28 წლის თავდამსხმელმა თანაგუნდელებთან ერთად, უკრაინის დროშით ხელში აღნიშნა.
აპოელი კვიპროსის ჩემპიონატში 39 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება.
ცნობისთვის, გიორგი ქვილიათაია 10 გატანილი გოლითა და 3 შესრულებული საგოლე გადაცემით ბომბარდირთა დავაში, ივან ტრაიკოვსკისთან ერთად პირველ ადგილს იკავებს.





