ნიკა ნინუამ “ანორთოსისი” დატოვა. ინფორმაციას კვიპროსული გუნდი ადასტურებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საიჯარო ხელშეკრულება ვადამდე შეეწყვიტათ.
“ვაცხადებთ ნიკა ნინუასთან შეთანხმებისა და საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. წარმატებებს ვუსურვეთ ფეხბურთელს მომავალ კარიერაში და მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდში ყოფნისთვის”, – წერია ფაგამუსტელთა განცხადებაში.
ცნობისთვის, ნიკა ნინუა “ანორთოსისს” გასულ ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა, რადგან მხოლოდ 3 მატჩი ითამაშა.








