22 წლის ქართველი ნახევარმცველი, ნიკა ნინუა კარიერას “ლამიაში” გააგრძელებს. ინფორმაცია ბერძნულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ნინუა “პაოკის” საკუთრებაშია და “ლამიაში” სეზონის ბოლომდე იჯარით იქნება.
აღსანიშნავია, რომ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ბაჩანა არაბული თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ნინუამ გასული სეზონი იჯარით “ანორთოსისში” გაატარა, მაგრამ კვიპროსულ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, მან სულ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თემურ ქეცბაიას ნდობა ვერ გაამართლა.
ცბობისთვის, “ლამია” საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.








