საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბაჩანა არაბულის „ლამია“ საკუთარ მოედანზე „ათრომიტოსს“ უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მთელი თამაში შეუცვლელად ითამაშა. 79-ე წუთზე, როდესაც „ლამია“ 1:2 მარცხდებოდა არაბულმა წონასწორობის აღდგენა შეძლო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი საბერძნეთის სუპერლიგაში 8 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-11 ადგილზეა.





