საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ბაჩანა არაბულმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
14-ე ტურში „ლამია“ საკუთარ მოედანზე „ვოლოსს“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
არაბულმა მოედანზე 84 წუთი გაატარა, 59-ე წუთზე კი როდესაც მეტოქე 0:2 იგებდა, თერთმეტმეტრიანით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ზუსტად ორ წუთში 2 წუთში „ვოლოსს“ დანი ბეხარანომ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.
14 ტურის შემდეგ 11 ქულით „ლამია“ 14-გუნდიან საბერძნეთის სუპერლიგაში მე-12 ადგილზეა და ამ მოგებით „ატრომიტოსს“ და „აპოლონს“ გადაასწრო.
ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, 11 მატჩში 4 გოლით კი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და ლიგის მეგოლეების ათეულში შევიდა.








