საბერძნეთის თასის მეოთხედფინალური დაპირისპირების მეორე რაუნდი, პაოკსა და ლამიას შორის ფრედ 1:1 დასრულდა, რაც ხელს სალონიკელებს აძლევდათ და ისინი ნახევარფინალში ითამაშებენ.
პაოკის შემადგენლობაში ერთადერთი გოლი ახალგაზრდა ნიკა ნინუამ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდგომ, ბერძნულ სააგენტო sport-fm.gr-თან მცირე კომენტარი გააკეთა.
„თავს ძალიან სასიამოვნოდ ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას თუ ველოდები? დიახ, რა თქმა უნდა, იქნებ გამომიძახონ და საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგაც ვითამაშო, ეს სასიამოვნო სიახლე იქნება.“ – განაცხადა ნინუამ.
ლამიას შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა გუგა ფალავანდიშვილმა, რაც შეეხება ბაჩანა არაბულს, ის მოედანზე არ გამოჩენილა.





