“ანორთოსისმა” კონფერენსლიგის მე-5 ტურში ბელგიურ “გენტს” 1:0 მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.
თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ფეხბურთელები გაამხნევა.
“მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კარგი გუნდი ვართ. ვაჩვენეთ ის ხასიათი, რაც ასეთი მატჩების მოგებისთვისაა საჭირო.
ლამაზი გოლი გავიტანეთ და ახლა აპოლონთან მატჩისთვის ვემზადებით. თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, ვფიქრობ, რომ იმას მივაღწევთ, რაც გვინდა. მე ამ გუნდის მჯერა და ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არაა, რომ ამ ტურნირზე ვთამაშობთ”, – თქვა ქეცბაიამ.
იმ შემთხვევაში თუ “ანორთოსისი” შემდეგ ტურში ბელგრადის “პარტიზანს” დაამარცხებს კონფერენსლიგის პლეიოფის საგზურს მოიპოვებს.





