კვიპროსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ნიქოზიას “ოლიმპიაკოსთან” მარცხის შემდეგ ფამაგუსტა “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელ კაილ ლაფერტის გამოუყენებელი მომენტების გამო წყლის ბოთლი ესროლა.
“ანორთოსისის” ქართველი ფეხურთელი, ნიკა კაჭარავა თანაგუნდელს გამოექომაგა და ქეცბაიას მიაძახა – “რას აკეთებ?”
ამის გამო სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა და ფეხბურთელებსა ქართველ მწვრთნელს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. კვიპროსული მედია ამტკიცებს, რომ ქეცბაიამ ნიკა კაჭარავას გაყიდვა სწორედ ამ ინციდენტის გამო გადაწყვიტა და ქართველი ფეხბურთელი კლუბს დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ფამაგუსტა “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში 12 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.





