28 წლის ქართველი თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა სამხრეთ კორეის მე-2 ლიგის წევრ, “ჯეონამ დრაგონსიში” ითამაშებს.
კლუბმა გასულ სეზონში სამხრეთ კორეის თასი მოიგო და აზიის თასზეც ასპარეზობს. სამხრეთ კორეაში საფეხბურთო სეზონი 19 თებერვალს განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაჭარავა ერთი თვის წინ “ანორთოსისიდან” გამოუშვეს. მიზეზი კი საკმაოდ უცნაური იყო, კაჭარავა გურამ კაშიასთან ერთად “აპოელის” მატჩს ესწრებოდა და როცა ქვილითაიამ გოლი გაიტანა, კაშიას გამოქვეყნებულ ვიდეოში ქართველის მიერ ბურთის შეგდების შემდეგ იღიმოდა, რაც “ანორთოსისის” ფანებს და კლუბის ხელმძღვანელობას არ მოეწონა და ქართველი ფორვარდი კლუბიდან გაუშვეს.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.





