წყალტუბოს “სამგურალს” გიორგი მიქაძე ჩაიბარებს. ინფრომაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცვლილებები სამწვრთნელო შტაბშიც
განხორციელდა, გიორგი მიქაძის ასისტენტები მიხეილ აშვეთია, სერგი ორბელაძე და ლევან ყუფარაძე იქნებიან. მეკარეების მწვრთნელად ლევან აბაშიძე იმუშავებს. ფიზმომზადების მწვრთნელი ოთარ საბანაძე იქნება.
გიორგი მიქაძემ “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოსო ფრუიძე ჩაანაცვლა, თავად ფრუიძემ კი მენეჯმენტში გადაინაცვლა.
გიორგი მიქაძე გასულ სეზონში თელავს წვრთნიდა და ამ გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა, გამოცდილ სპეციალისტს საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ასაკობრივ გუნდებში უმუშავია, გიორგი ასევე სამტრედიას, ზესტაფონსა და მარტვილის “მერანს” წვრთნიდა.








