ეროვნული ლიგის მე-3 ტურის შეხვედრა, “თელავსა” და წყლატუბოს “სამგურალს” შორის დიდთოვლობის გამო გადაიდო.
მატჩი დღეს 18:30 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა “სამგურალის” პრესსამსახურმა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ზემოთხსნებეული შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ “თელავი” ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზე იმყოფება. “სამგურალი” კი მე-6 ადგილს იკავებს.