ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში წყალტუბოს “სამგურალმა” შინ ბოლნისის “სიონი” მიიღო, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის მე-17 წუთზე ირაკლი რუხაძემ ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, თუმცა რეალიზება ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმში ბოლნისურმა გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა. შეხვედრის 54-ე წუთზე ლუკა ხორხელმა ანგარიში გაათანაბრა.
“სამგურალი” ეროვნულ ლიგაში მე-7 ადგილს იკავებს, უჩა სოსიაშვილის გუნდი კი მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
გიორგი მიქაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას “გაგრას” წინააღმდეგ ჩაატარებს, ბოლნისის “სიონი” კი გორის “დილას” ესტუმრება.








