წყალტუბოს “სამგურალმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. წყალტუბოელებმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის თავოსნობით 26 მაისის სახელობის სტადიონზე სავარჯიშო სესია გამართეს.
22 იანვარს წყალტუბოური გუნდი მარტვილის “მერანის” წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. იანვრის ბოლოს იმერული კლუბი მეორე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს, თუმცა მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
3 თებერვალს გიორგი მიქაძის გუნდი ორკვირიანი შეკრების ფრაგლებში ანტალიაში გაემგზავრება, სადაც რამოდენიმე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს.
გიორგი მიქაძემ კლუბთან ერთად ჩატარებული პირველი სავარჯიშო სესიის შემდეგ, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. გუნდში კარგი კონტიგენტია შეკრებილი. კლუბის ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს, მოსამზადებელ ეტაპს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ” – განაცხადა გიორგი მიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს “სამგურალმა” ეროვნული ლიგის გასულ გათამაშებაში მე-7 ადგილი დაიკავა.








