ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში “ვალენსია” “სევილიას” სტუმრად დაუპირისპირდებს. თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გუნდების შემადგენლობები დასახელდა და ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავ ვალენსიას სასტარტოშია.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლა ლიგის ხუთი მატჩი ითამაშა და ჯამში 4 გოლი გაუშვა. მათ შორის, 2 ბურთი მას წინა ტურში გაუტანეს, როცა მადრიდის რეალმა ვალენსია “მესტალიაზე” 2:1 დაამარცხა.





