ავტორიტეტული რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” წერს, მოსკოვის “დინამო” 18 წლის ლუკა გაგნიძეს ერთწლიანი იჯარით “ურალში” გაუშვებს. ინფორმაციის თანახმად, გაგნიძე, ვინც მოსკოვის “დინამომ” თბილისის “დინამოდან” 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა, ჯერჯერობით არ არის მზად მოსკოვური კლუბის ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ, ამასთან “დინამომ” რუსეთის პრემიერლიგაში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტიც უნდა გაითვალისწინოს. ყოველივე აქედან გამომდინარე, გაგნიძეს სათამაშო პრაქტიკისა და რუსეთის პორემიელიგასთან შეგუების მიზნით, დიდი ალბათობით იჯარით “ურალში” გაუშვებენ.








