ჯეო თიმის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე “ურალს” ტოვებენ. ფეხბურთელების აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა ფიფას მიერ ამოქმედებული ახალი წესი გამოიყენა და ორივე მოთამაშე უახლოეს მომავალში რუსეთს დატოვებს.
ჯეო თიმის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კარიერას ევროპულ გუნდში განაგრძობს. ირაკლი ლილუაშვილი მუშაობს იმაზეც, რომ ფეხბურთელებს 30 ივნისის შემდეგ “ურალში” დაბრუნება არ მოუწიოთ.
შეგახსენებთ, რომ ლუკა წულუკიძე “ურალს” რამდენიმე კვირის წინ “საბურთალოდან” შეუერთდა. ლუკა გაგნიძე კი მოსკოვის “დინამომ” თბილისის “დინამოდან” 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და “ურალში” გაანათხოვრა.





