ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ „ურალი“ დატოვეს. ინფორმაცია რუსულმა კლუბმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.
„საფეხბურთო კლუბ ურალსა და ორ ქართველ ფეხბურთელს, ლუკა გაგნიძესა და ლუკა წულუკიძეს შორის, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, კონტრაქტები შეჩერებულია. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელების მოთხოვნით ფიფას რეგულაციის თანახმად იქნა მიღებული, რომელიც მოთამაშეებს 30 ივნისამდე ხელშეკრულებების შეწყვეტის უფლებას აძლევს“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ლუკა წულუკიძე და ლუკა გაგნიძე პირველი ქართველი ფეხბურთელები არიან, რომელმაც ფიფას მიერ ამოქმედებული წესი გამოიყენეს. როგორც მათი აგენტი ქართულ მედიასთან აცხადებს, დიდი შანსია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატში აღარ დაბრუნდნენ და კარიერა რომელიმე ევროპის გუნდში გააგრძელონ.