ბათუმის ახლადაშენებული სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. ახალი არენა ეროვნული ლიგის მე-12 ტურს მასპინძლობს, რომელშიც ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ ხვდება.
სტადიონის გახსნას არ ჩაუვლია გულშემატკივრების გარეშე. კოვიდრეგულაციების გამო დღევანდელ შეხვედრას 6 ათასამდე გულშემატკივარი ესწრება, თუმცა შეზღუდული რაოდენობის მიუხედავად, ქომაგებმა საფეხბურთო ატმოსფეროს შექმნა მაინც შეძლეს.





