გლეიზერების და კრონკეების ოჯახმა, რომლებიც მანჩესტერ იუნაიტედის და არსენალის მფლობელები არიან, შესაძლოა კლუბი გაასხვისონ.
ეს გადაწყვეტილება ევროპის სუპერლიგის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო განიხილება – მანჩესტერ იუნაიტედიც და არსენალიც ტურნირის 12 დამფუძნებელი ორგანიზაციები არიან.
როგორც Daily Mail-ის ჟურნალისტი მაიკ კიგანი წერს, ახლა უკვე არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ამერიკელმა მილიარდერმა ოჯახებმა ეს გადაწყვეტილება მიიღონ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ედ ვუდვარდმა მანჩესტერ იუნაიტედის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
გლეიზერებმა მანჩესტერ იუნაიტედი 2005 წელს 790 მილიონი ფუნტად, ხოლო .კრონკეებმა არსენალი 2011 წელს 731 მილიონად შეიძინეს.








