მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებს მარსელო ვიერას და ლუკა მოდრიჩს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფრომაციას მადრიდული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ფეხბურთელებს ტესტზე დადებითი პასუხი დღეს მოუვიდათ და ისინი კლუბს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარებიან.
სამეფო კლუბი მომდევნო მატჩში “კადისს” უმასპინძლებს და წესით ეს დანაკლისი მეტოქის ან გამომდინარე სერიოზული არ უნდა გამოდგეს.
36 წლის მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 5 ასისტი მიითვალა, ხორვატი ფეხბურთელი სამეფო კლუბის ერთ-ერთი ლიდერია.
მარსელომ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 5 შეხვედრაში მიიღო, ბრაზილიელი მცველი მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბში როტაციის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
Comunicado Oficial#RealMadrid
— Real Madrid C.F. (@realmadrid) December 15, 2021





