კოპა დელ რეის ფინალში, კატალონიის „ბარსელონამ“ ბილბაოს „ატლეტიკი“ 4:0 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა.
დაჯილდოვების შემდეგ, „ბარსას“ ფეხბურთელები თასთან ერთად სურათებს იღებდნენ, თუმცა უფრო საინტერესო ის იყო, რომ ჯილდოსთან ერთად, „ბლაუგრანას“ ფეხბურთელებს ლეო მესისთანაც სურდათ სურათების გადაღება.
ვიდეოს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ თითოეული ფეხბურთელი ცალ-ცალკე მესისთან ერთად იღებს სურათებს, რაც ბუნებრივია საკმაოდ სასიამოვნო სანახავია.





