პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების საკითხი ყოველ წამს უფრო რეალური ხდება.
ბოლო ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტიმ“ ფეხბურთელის დამატებაზე უარი განაცხადა, რონალდუს კი მხოლოდ „იუნაიტედის“ ვარიანტი დარჩა.
ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უახლოეს საათებში კლუბი ფეხბურთელს ოფიციალურ კონტრაქტს შესთავაზებს:
„კრიშტიანუ რონალდუ ახლოს არის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან! მაჩესტერ სიტი ფეხბურთელისთვის რბოლას ჩამოშორდა, იუნაიტედი კი კონტრაქტის ოფიციალურად შეთავაზებისთვის ემზადება. ჟორჟე მენდეში მას უახლოეს საათებში მიიღებს. „მანჩესტერ იუნაიტედს“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ფეხბურთელის დამატება.
„მანჩესტერ სიტიმ“ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკებები დაეტოვებინა, შესაბამისად ფეხბურთელიც ქალაქელებს აღარ შეუერთდება, კლუბის პოზიციაც მტკიცეა.
კრიშტიანუ რონალდუმ ჟორჟე მენდეშს განუცხადა, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ წარმოუდგენელი დაბრუნდებისთვის მზადაა. კონტრაქტი უახლოეს საათებში გაიგზავნება. „მანჩესტერი“ კრიშტიანუსთან ხელშეკრულების გაფორმებას 2023 წლის ივნისამდე აპირებს“, – წერს ფაბრიციო რომანო.








